სალომეა

ცხოვრება, როგორც არჩევანი

5 Comments

ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება _ გარეთ თოვს და ყინავს, მაგრამ ამაზე უარესი ამინდიც მინახავს. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ წუხელ წყლის გამაცხელებელმა კიდევ ერთხელ იფეთქა, დღეს სარეცხი დამრჩა გარეთ გაფენილი, რომელიც მოიყინა და აბაზანაში ჩავაწყვე. ვერ ვიპოვე ორიმოქმედი პასპორტიდან ვერც ერთი. უფრო მეტიც _ მეგონა, დიპლომებიც გამიქრა კარადიდან. ჰოდა, ვზივარ ამ შუაღამისას და ვდარდობ, ხვალ გამაცხელებლის ნაწილი რომ გამიხდეს საყიდელი, ელიავაზე რა წავა. ეტყობა, გადავიღალე.

ჩემი დღე-ღამე, როგორც სხვების, ოცდაოთხი საათისგან შედგება, თუმცა უმეტესობისგან განსხვავებით, ძილს მხოლოდ ოთხ-ხუთ საათს ვუთმობ. დღისით ვმუშაობ, საღამოს მეგობრებს ვხვდები, თუკი იცლიან და ღამით ვწერ, უფრო ხშირად, ვთარგმნი. კიდევ კარგი, იმ წიგნებს მაინც ვთარგმნი, რომლებიც მომწონს. რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, შვებულება სულ ერთხელ მქონდა, ისიც ათდღიანი და მიზეზთა გამო, დეპრესიული. ერთხელ რამდენიმე თვით იძულებით დამასვენა შეცვლილმა ხელმძღვანელობამ. ვინც მიყვარს, იმათ კი არა, საერთოდ არავის ვუსურვებ მსგავს დასვენებას.

კი,ზოგჯერ ვწუწუნებ, მაგრამ აი, ახლა, ნამდვილად არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ამბავს ვყვები, უფრო მათთვის, ვინც ჩემსავით ცხოვრობს, ვინც ჩემსავით დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა, ვისაც ჩემსავით ბევრი პასუხისმგებლობა აწევს, დიდ ენერგიას ხარჯავს და მარაგის შესავსებად წყაროს პოვნაც უჭირს. ალბათ უფრო იმიტომ ვყვები, რომ ჩემს მსგავს ადამიანებს ვუთხრა: ეგ არაფერი, მაინც ყველაფერი დროებითია და გაივლის, გაივლის სახლში მარტო დარჩენის შიშიც, მარტო ყოფნის სიჩუმე და მოწყენილობაც, ის საყვედურებიც გაივლის, რომლებსაც ამბობთ და რომლებსაც გეუბნებიან.

ჩემი ზოგიერთი მეგობარი თვლის, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი არჩევანის შედეგია და სხვა არაფერი. ალბათ სხვების ზოგიერთი მეგობარიც ფიქრობს იგივეს. იცით, ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა, გადამერჩინა მამაჩემი, ან მყოლოდა და-ძმა, ან ვყვარებოდი ადამიანს, რომელიც მიყვარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, სამწუხაროდ, არავის დაუსვამს. რაც შეეხება დანარჩენს, დიახ, მე ავირჩიე, ვყოფილიყავი ასეთი, დრო ძილისთვის მომეკლო და საქმისთვის მიმემატებინა, არ მქონოდა ურთიერთობა მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს კინოში ჩემთან ერთად ევლო, არ შემექმნა ოჯახი მარტო იმიტომ, რომ ელიავაზე გამაცხელებლის ნაწილების საყიდლად ჩემს მაგივრად სხვა წასულიყო.

მე ჩემი არჩევანით ვამაყობ.

შეიძლება, ჩემი ცხოვრების სირთულეები სასაცილოა მათთვის, ვინც ორ, ან სამ შვილს უვლის, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას თავისი წილი, სხვისაზე არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს.

და ბოლოს:

ძვირფასო გოგოებო, ნუ მოუსმენთ მეზობლებს, ახლობლებს, თუნდაც მეგობრებს, რომლებიც გეტყვიან, რომ „პატრონს ჩაბარდებით“ და თქვენი პრობლემებიც მოგვარდება. გაიღიმეთ და გაიარეთ. თუკი უკან გაიხედავთ, დაინახავთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ქალებს მოკლე კაბების გამო აპატიმრებდნენ და აჯარიმებდნენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენი საზოგადოებაც შეძლებს, სრულფასოვან ადამიანებად აღიქვას ქალები, რომლებიც უკვე ჩაბარდნენ ყველაზე კარგ პატრონს _ საკუთარ თავს.    

5 thoughts on “ცხოვრება, როგორც არჩევანი

  1. რაგაც კმაყოფილება მიპყრობს, როცა საკუთარ თავს ვპოულობ შენში და მგონია, ჩემი ცხოვრება სადღაც ძალიან დაემსგავსება შენსას და მე დღესაც ამაყი ვარ, რომ მე უკვე ჩავბარდი ყველაზე კარგ პატრონს – საკუთარ თავს :)))

  2. Au,rogor momewona,absoluturad getankhmebi,kvelaze kargi patroni Chveni Tavis tavad vart!

  3. zustad!koveltvis roca vkitxulob shens chanaxatebsa tu motxrobebs,ufro metad vufiqrdebi sakutars!mere mec viwkeb weras da es mshvelis kvelaze metad!

  4. როგორც ვცხოვრობთ- ეს ჩვენი არჩევანია, მარტოობა და კარიერა რომ ავირჩიეთ- ესეც ჩვენი არჩევანია, მაგრამ ცოტა მეტი იღბალი რომ გვქონოდა შეიძლებოდა ჩვენც ვყოფილიყავით კარგი დედები და მეუღლეები.

    სამი შვილის ყოლა აპრიორი გამართლებული ცხოვრება არ არის, მაგრამ
    არც მხოლოდ კარიერული წინსვლაა…

  5. აუჰ, რა კარგია…❤ "დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენი საზოგადოებაც შეძლებს, სრულფასოვან ადამიანებად აღიქვას ქალები, რომლებიც უკვე ჩაბარდნენ ყველაზე კარგ პატრონს _ საკუთარ თავს."❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s